პეპელა და სიზმარი

სან ფრანცისკოს ყოველთვის, ყველა დროში, უხვად ჰყავდა თაყვანისმცემლები, რომლებიც ათასგვარი მეტსახელებით ამკობდნენ. ერთ დროს ნისლიან  ქალაქსაც ეძახოდნენ, თუმცა აქაურებს მზის სხივები არასოდეს მონატრებიათ. ისე, ერთხელ თუ ნახე, აღარასოდეს დაგავიწყდება ოკეანეზე ჩამოწოლილი,თეთრ  ბურუსში გახვეული სანაპირო და ხომალდი “პრინცესა”, რომელიც მხიარული ჰანგებით  ჩაუვლის ხოლმე იქაურობას და ჯადოქარივით უცებ  ნისლში უჩინარდება. აი ის კი, ის ვერაგი ვირუსი მოულოდნელად, … Continue reading პეპელა და სიზმარი

მზეჭაბუკი

გვიანი საღამოა. უგუნებოდ ვარ, მაგრამ არ მიკვირს, მუდამ ასეა - როცა დღე ღამეს ეყრება,სინათლეს სიბნელე ჯაბნის, გული მიმძიმდება და სწორედ მაშინ ვარ ცოდო.... თუკი ოდესმე ცუდი რამ გადამხდენია თავს, მაგონდება და მამღვრევს, მასევდიანებს... რა კარგი იქნებოდა, ფიქრების მწყემსვა რომ შეგვეძლოს, შორს, მოუსავლეთში გავისტუმრებდით მძიმე მოგონებებს და ცხოვრება გაიოლდებოდა, ადამიანებიც არ იქნებოდნენ ასე დაუნდობლები და გაუფრთხილდებოდნენ … Continue reading მზეჭაბუკი

უკარება

შუაღამეა. თინიკოს არ სძინავს. უკვე მერამდენე ღამეა, მხოლოდ გამთენიისას თუ ჩაეძინება. დილით დაფეთებული წამოვარდება ლოგინიდან, ხომ არ მაგვიანდებაო, და მშიერ- მწყურვალი გარბის სამსახურში. წამლის დალევას ვერ იტანს, განსაკუთრებით ძილის წამლის ეშინია- ვაითუ დავიძინო და ვეღარ გავიღვიძოო. მეგობრები ეუბნებიან, მთაში გაზრდილი გოგო ხარ, სუფთა ჰაერზე გაკაჟებული, ავად არასოდეს გამხდარხარ და წამალი საწამლავი გგონიაო. რა სისულელეა, ეგ … Continue reading უკარება

ციცქნა

                                ნეტავ  რა დღეა ყველაზე ბედნიერი ქალის ცხოვრებაში...გაიფიქრა თეამ და გაეღიმა, ეს რაღამ გამახსენა,რა დროს ეგ არიო...მუხლებში სისუსტეს გრძნობდა, სკამზე ჩამოჯდა,მაგრამ უფრო დაიძაბა,საშინლად უცახცახებდა ფეხები.რა მჭირს, რა მემართება, ასე რამ დამაფეთა, სულ ორი ნაბიჯია ჩემ სახლამდე, რაც მე არ მეხება,იმაზე … Continue reading ციცქნა

” შენც კაი ხარ, ნენა…”   

მიმწუხრის ჟამს, როცა დაღლილი და წლებით დამძიმებული განვლილ გზას გახედავ,საბოლოოდ რწმუნდები,რომ ბავშვობა ჩვენი წარსულის უძვირფასესი პერიოდია.რარიგ ეკლიან გზებზე უნდა გვატაროს ცხოვრებამ,ვიწრო და ხორკლიან ბილიკებზე გვახეტიალოს,სული ჩვენი მაინც შემოგვინახავს ბავშვობის სათუთ,ფაქიზ შეგრძნებებს, ვით უბიწო თავშესაფარს ამ არეულ  წუთისოფელში. ბავშვობის საუკეთესო წლები ოზურგეთში გავატარე.მიყვარდა იქაურობა.ჩემხელა ბიძაშვილიც ჩამოჰყავდათ   თბილისიდან, ულევი ფანტაზიის პატრონი,საოცარი იუმორით შემკული და ენაკვიმატი.მასთან ნამდვილად ვერ … Continue reading ” შენც კაი ხარ, ნენა…”   

თეთრი აივანი                

შემოდგომის თბილი საღამოა. ყვითელი ფოთლებით მოფენილ პარკში მარტოკა ვზივარ. მომწონს აქაურობა. სიმშვიდეა, საჩემო სიმშვიდე.ხალხი ცოტაა. სადაც გინდა დაჯდები. რაზეც გინდა იფიქრებ. ცოტა ხანში უშფოთველი, მთვლემარე ფიქრებიდან ქუჩის დიდი საათი "ამოცურდა".გამეღიმა.ეს თბილისია. ზემელი. საათიანი სახლი,რომლის პირველ სართულზე ქალაქის ცნობილი აფთიაქია ლამაზი ვიტრინებით,მესამე სართულზე კი მე ვცხოვრობ.უკვე დიდი გოგო ვარ, მეოთხეკლასელი. მიყვარს ფანჯარასთან ჯდომა. შემჩნეული მაქვს, საათის … Continue reading თეთრი აივანი                

მავნე ყვავილი        

 პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი. მიყვარდა ჩემ პატარა დაიკოსთან  ერთად სეირნობა და ამ საქმეში ხშირად მეგობრებიც "მეხმარებოდნენ". გაზაფხულის ერთ ნაწვიმარ დღეს მე და ჩემი დაქალი ვაკეში, ჭავჭავაძის პროსპექტზე დავსეირნობდით. ოთხი წლის ნანიკოს ორივე მხრიდან ჩავჭიდეთ ხელი და ჭორაობის მორევში გადავეშვით. ნანიკო არ გვაწუხებდა, გამვლელებს თვალს აყოლებდა და ღიღინებდა. მახსოვს,ვაკის ერთი მეტიჩარა გოგოს ცხოვრებას " განვიხილავდით". ამ … Continue reading მავნე ყვავილი        

საჭესთან სხვები სხედან

ხშირად მეუბნებიან, რა ბედნიერებაა, ასე  რომ გამოიყურები და უმწეო, მოწყენილ მოხუცებს არ ჰგავხარო. მე მწარედ მეღიმება. მთლად ასეც არ არის, მაგრამ თუ წლებით დახუნძლულს ცხოვრება დაგინდობს, შენი დანახვისას გულზე არავის შემოეყრება და ფუი, ეშმაკსო, არ შესძახებს - უკვე კარგია! სიბერეს ერთი სიკეთე ახლავს - თავისუფლება. არც არაფერს გავალებენ და არც არაფერს გეკითხებიან.ხომალდი მიდის. საჭესთან სხვები დგანან. მგზავრები გაჩერებას … Continue reading საჭესთან სხვები სხედან

სიყვარულის ზღაპარი

როდემდე უნდა ვიდგე ასე, კართან ატუზული, როდის უნდა გაიღვიძოს ამ დალოცვილმა. ნამდვილი ძილისგუდაა... რახანია გათენდა, ყველანი სამსახურში წავიდნენ - შვილები, შვილიშვილები, ეს კი წევს არხეინად და არც ვახსოვარ. არ ვეცოდები... სულ თვალებში შევციცინებ, აღარ ვიცი რით გავახარო, მაგრამ მაინც არ ვუყვარვარ ისე, მე რომ გამიხარდება... გოგო, ხომ იცი, მე შენი დედიკო ვარო, მეუბნება ხოლმე და … Continue reading სიყვარულის ზღაპარი

ბოლო ნახტომი

ღამის თორმეტი საათია. ქალაქის გარეუბანში ვარ. მეგობრის დაბადების დღიდან გამოვიპარე. სხვა რა გზა მქონდა, შეზარხოშებული სტუმრები დაშლას არ აპირებდნენ, დილამდე უნდა “შევუბეროთო”. ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ფეხის ხმა შემომესმა. დავიძაბე. უკან მოვიხედე და ვიღაც წვერებიანი მამაკაცი ჯიბეებში ხელჩაწყობილი რწევა-რწევით მოსეირნობდა…ნეტავ მთვრალია? იმ დღეს ჩემი მეზობლები ლაპარაკობდნენ, თურმე თბილისში მანიაკი დაძრწის, მარტოხელა ქალებს უსაფრდება, მიეპარება, … Continue reading ბოლო ნახტომი